
AI ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია
AI-ის დანერგვის სტრატეგიული კონსულტაცია
თუ არ ხარ დარწმუნებული, როგორ გამოიყენო AI შენს ორგანიზაციაში – ჩვენ დაგეხმარებით. გავაანალიზებთ შენს პროცესებს, დავადგენთ მაღალი ეფექტიანობის პოტენციალის მქონე ზონებს, შევიმუშავებთ დასანერგ ტექნოლოგიებს, გავთვლით საინვესტიციო და საოპერაციო რესურსებს და წაგიყვანთ წარმატებული დანერგვის გზაზე.
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია (Business Process Automation – BPA)
ვახდენთ ორგანიზაციის შიდა და გარე პროცესების დეტალურ ანალიზს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რათა გამოვავლინოთ იმ ნაბიჯები, რომლებიც ხელმისაწვდომია ავტომატიზაციისთვის.
AI ალგორითმები გვეხმარება პროცესების იდენტიფიცირებაში, დროის ხარჯვისა და სუსტი წერტილების გამოვლენაში.
რეკრუტინგისა და HR პროცესების ავტომატიზაცია
AI ტექნოლოგიების დახმარებით ვქმნით სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კანდიდატების შერჩევის პროცესს. ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს და აანალიზებს რეზიუმეებს, აფასებს კანდიდატების შესაბამისობას კონკრეტულ პოზიციაზე და გთავაზობთ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
ციფრული ასისტენტები და ჩეთბოტები (AI Chatbots & Virtual Assistants)
განვავითარებთ ჩეთბოტებსა და ციფრულ ასისტენტებს, რომლებიც გაუწევენ მომსახურებას მომხმარებლებს 24/7, ავტომატურად უპასუხებენ ხშირად დასმულ კითხვ ებს, გაუწევენ ტექნიკურ დახმარებას ან უზრუნველჰყოფენ შიდა კომუნიკაციას თანამშრომლებს შორის.